მალხაზ კობაურის საქმეზე ნაფიცი მსაჯულები ვერდიქტს დღეს გამოიტანენ
გორის რაიონულ სასამართლოში სმიტების ოჯახის მკვლელობაში ბრალდებული მალხაზ კობაურის სისხლის სამართლის საქმეზე ნაფიცი მსაჯულები ვერდიქტს დღეს გამოიტანენ. მანამდე პროცესზე როგორც ბრალდების, ასევე დაცვის მხარე დასკვნით სიტყვას წარმოთქვამს. საბოლოო სიტყვას ბრალდებულიც იტყვის. ნაფიც მსაჯულებს ერთხმად ვერდიქტის გამოსატანად ოთხსაათიანი დრო ეძლევათ. სასამართლოს სხდომა ხადას ხეობაში მომხდარი მკვლელობის საქმეზე დახურულ რეჟიმში მიმდინარეობს. სმიტების ოჯახის სამი წევრი ხადას ხეობაში 4 ივლისს მოკლეს. 9 ნოემბერს მალხაზ კობაურს პროკურატურამ ბრალი დაუმძიმა. გამოძიების ინფორმაციით, ექსპერტიზის დასკვნების მიღების შემდეგ, კობაურს ბრალად ედება არა მხოლოდ მამა-შვილი სმიტების მკვლელობა, არამედ ლორა სმიტის გაუპატიურება და დამამძიმებელ გარემოებებში მკვლელობა. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, მას უვადო პატიმრობა ემუქრება. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/pg/1stchannel/ გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
სმიტების ოჯახის მკვლელობის საქმე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
სმიტების მკვლელობის საქმე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
სმიტების მკვლელობის საქმის არსებითი განხილვა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
მალხაზ კობაურის წინასასამართლო პროცესი
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
სმიტების ოჯახის მკვლელობის საქმეზე სასამართლო დღეს იმსჯელებს
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
მალხაზ კობაური კვლავ პატიმრობაში რჩება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
მალხაზ კობაურის ფსიქიკური მდგომარეობის შესახებ ექსპერტიზის პ...
TV IMEDI
მალხაზ კობაურის აღიარებითი ჩვენება და საგამოძიებო ექსპერიმენ...
TV IMEDI