http://www.ReflictNetwork.com/apply?r... 1979 წელს საქართველოს ტელე-რადიო კომიტეტში , ნუგზარ ფოფხაძის ინიციატივით (კონსულტანტი კირილე ვაშაკიძე), ქართულ ხალხურ საკრავთა ორკესტრი ჩამოყალიბდა.
ორკესტრთან ერთად სხვადასხვა დროს გამოდიოდნენ სოლისტები: ნუნუ გაბუნია, ეთერ კაკულია, , თემურ ცაგურია, თამარ ბელაქნია და სხვები.
1983 წელს, ორკესტრის ხელმძღვანელად ომარ კელაპტრიშვილი დაინიშნა და ძირეული რეორგანიზაცია დაიწყო. მთავარი აქცენტი ორკესტრში ქალთა ვოკალის შექმნაზე გადაიტანა. ინოვაციას დაახლოებით 4-5-წელი დასჭირდა.
ომარ კელაპტრიშვილის გარდაცვალების შემდეგ, ანსამბლს სათავეში ნუგზარ (დავით) ქავთარაძე ჩაუდგა.
ანსამბლს სახელი \"კელაპტარი\" საქართველოს სახალხო არტისტის ომარ კელაპტრიშვილის სახელის უკვდავსაყოფად დაერქვა.
\"კელაპტარი\"ქართული ხალხური მუსიკის პროპაგანდას წარმატებით ეწევა. აღადგინა და ჩაწერა ბევრი ძველი ქართული ხალხური სიმღერა, ინსტრუმენტული ნაწარმოები, ქალაქური ფოლკლორი. ხშირად დასამუშავებელ სიმღერას ხალხში პოულობენ, შემდეგ ავითარებენ, ქმნიან ახალ ინტერპრეტაციას, ოღონდ ისე, რომ კუთხურ კილო-კავსა და ხასიათს არ უკარგავენ.
ანსამბლს გახმოვანებული აქვს ბევრი დოკუმენტური, თუ მხატვრული ფილმი. კონცერტებს რეგულარულად მართავს როგორც საქართველოში, ისე უცხოეთის ქვეყნებში.. მათი შემოქმედება საქართველოს ტელევიზიითა და რადიოთი გადაიცემა.
ანსამბლი \"კელაპტარი მრავალი საკავშირო და საერთაშორისო ფესტივალის ლაურეატია.
თავისი სპეციფიკითა და ხასიათით ანსამბლი \"კელაპტარი\" ერთადერთია. ანსამბლის რეპერტუარი საქართველოს ყველა კუთხის სიმღერებსა და ინსტრუმენტულ ნაწარმოებებს მოიცავს .მისი წევრები გასაოცარი პროფესიონალიზმით გამოირჩევიან. ანსამბლში მოღვაწეობდნენ და დღესაც თავის საქმეს პირნათლად ემსახურებიან ისეთი ინდივიდები, როგორებიცაა; ლელა თათარაიძე, იზოლდა ფიფია, ანა ბაჯიაშვილი, რუსუდან ჯოჯუა, მარინე გიორგაძე, ომარ კელაპტრიშვილი, ვლადიმერ მამალაძე, დავით რატიანი და სხვები.
ფოტო: ვანო ფიცხელაური/Photo by Vano Pitskhelauri (GOREC)