ვაქცინაციის პროცესი საქართველოში


ქვეყანაში აქტიურად გრძელდება კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია. დღეს ინფექციურ საავადმყოფოში ვასო აბაშიძის სახელობის ახალი ქართული თეატრის როგორც დასი, ისე ტექნიკური ჯგუფი აიცრა. მსახიობების განცხადებით, ვაქცინაცია თეატრის გახსნასა და ახალ სეზონს დაამთხვიეს, რადგან თეატრში მისულ მაყურებელს უსაფრთხო გარემო დახვდეს. მსახიობები საზოგადოებას ვაქცინაციის პროცესში აქტიურად ჩართვისკენ მოუწოდებენ.

საქართველო უახლოეს პერიოდში სხვადასხვა ვაქცინის ახალ დოზებს მიიღებს. იმუნიზაციის საბჭოს წევრის, ივანე ჩხაიძის ინფორმაციით, საქართველოში 43 000 დოზა „ასტრაზენეკა“ და 500 000 დოზა „სინოფარმი“ შემოვა. ამ დროისთვის ქვეყანაში აცრის პროცესი საკმაოდ აქტიურად მიმდინარეობს. ვაქცინაციისადმი მოსახლეობის განწყობაც დადებითია. ივანე ჩხაიძე ასევე განმარტავს, რომ აცრის გაკეთების შემდგომ, გარდა დაკვირვებისა, რაიმე განსაკუთრებული რეკომენდაციები არ არსებობს და ძირითად გვერდით მოვლენებად ტემპერატურის მატება და საერთო სისუსტე სახელდება.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან