არქიტექტორ ირაკლი ციციშვილის ხსოვნისადმი მიღვნილი ღონისძიება

12/19/2016
culturegovge culturegovge-ის მიერ

19 დეკემბერს, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოში (თაბუკაშვილის ქ.#5) გაიმართა ძეგლთა დაცვის სამსახურის ფუძემდებლის, არქიტექტორ ირაკლი ციციშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი ღონისძიება. ღონისძიებას საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე და თბილისის მერი დავით ნარმანია დაესწრნენ.
სააგენტოს შენობაში მოეწყო არქიტექტორის მიერ აკვარელში შესრულებული ფერწერული ნამუშევრების გამოფენა, გაიმართა მისადმი მიძღვნილი წიგნის პრეზენტაცია და ეზოში გაიხსნა ირაკლი ციციშვილის ბიუსტი, რომლის ავტორია არქიტექტორი გურამ ნიკოლაძე. საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ფასადზე გაიხსნა ირაკლი ციციშვილის მემორიალური დაფა.




http://culture.gov.ge/

ვიდეოები „culturegovge culturegovge"-ისგან