სპეცოპერაციისას დაკავებულებისთვის ბრალის წარდგენა

03.03.2019 00:53

უკვე ერთ საათზე მეტია, სენაკსა და ფოთში ჩატარებული სპეცოპერაციისას დაკავებულებისთვის, ბრალის წარდგენა მიმდინარეობს. სამივე მათგანს გამოძიება ე.წ. ქურდული სამყაროს წევრობას ედავება. რაც შეეხება აღკვეთის ღონისძიებას, პროკურატურამ სასამართლოს უნდა მიმართოს. ბრალდების მხარე სავარაუდოდ, პატიმრობას მოითხოვს. ჯერჯერობით უცნობია დაცვის მხარის პოზიცია, ადვოკატი ბრალის წარდგენას ესწრება. ბრალდებულები „ქურდული სამყაროს“ მიერ დადგენილი წესებით მოქმედებდნენ და კავშირი ჰქონდათ უცხოეთში მყოფ ე.წ. კანონიერ ქურდებთან. ასევე დადგინდა, რომ მათ რამდენიმე მოქალაქეს კრიმინალურ ავტორიტეტებთან შეთანხმებით, „ქურდული გარჩევა“ მოუწყეს და დიდი ოდენობით თანხას სძალავდნენ. დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში მათ 7-დან 10 წლამდე ვადით პატიმრობა ემუქრებათ. სპეცოპერაციისას ფოთსა და სენაკში სულ 20-მდე ადამიანი აიყვანეს, თუმცა მათგან შინაგან საქმეთა სამინისტრო მხოლოდ სამი პირის დაკავებას ადასტურებს. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel   გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება:

მსგავსი ვიდეოები

ბრალის წარდგენა ტერორიზმისთვის დაკავებულების საქმეზე
03:46

ბრალის წარდგენა ტერორიზმისთვის დაკავებულების საქმეზე

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

ე.წ. კორტების სპეცოპერაციის საქმეზე დაკავებულებისთვის  ბრალის წარდგენა საპროტესტო აქციის ფონზე
01:20

ე.წ. კორტების სპეცოპერაციის საქმეზე დაკავებულებისთვის ბრალი...

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

სასამართლო სპეცოპერაციისას დაკავებულების აღკვეთ ღონისძიებაზე მსჯელობს
05:17

სასამართლო სპეცოპერაციისას დაკავებულების აღკვეთ ღონისძიებაზე...

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

სპეცოპერაცია ფონიჭალაში
00:40

სპეცოპერაცია ფონიჭალაში

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

მიხეილ სააკაშვილი რომში მხარდამჭერებს ხვდება
07:12

მიხეილ სააკაშვილი რომში მხარდამჭერებს ხვდება

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

მსჯელობა ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში
01:01

მსჯელობა ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

პროკურატურა თბილისში სპეცოპერაციისას დაკავებულებისთვის წინასწარ პატიმრობას ითხოვს
05:49

პროკურატურა თბილისში სპეცოპერაციისას დაკავებულებისთვის წინას...

TV IMEDI

სპეცოპერაციისას დაკავებულ  მინდია გოგოჭურს ბრალს დღეს წარუდგენენ
01:09

სპეცოპერაციისას დაკავებულ  მინდია გოგოჭურს ბრალს დღეს წარუდგ...

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

ყველა ვიდეო