„ევრაქტივის“ სტატია ლუგარის ლაბორატორიაზე
„ევრაქტივი“ წერს, რომ საქართველო აშშ-ს „საიდუმლო ლაბორატორიების“ მიერ კოვიდ-19-ის გავრცელების მცდელობების შესახებ ყალბი ინფორმაციის სამიზნე გახდა. სტატიაში ნახსენებია, რომ ინტერნეტში გავრცელებული ერთ-ერთი ასეთი ფეიკნიუსების ტალღა თბილისში მდებარე ლუგარის ლაბორატორიიდან ქვეყნის ოკუპირებულ ტერიტორიებზე, აფხაზეთსა და ცხინვალში ვირუსის გავრცელების მცდელობებს ეხება. „საქართველოს შემთხვევაში ეს საკითხი განსაკუთრებით მგრძნობიარეა, რადგან აშშ-ს რესპუბლიკელი სენატორის, რიჩარდ ლუგარის სახელობის სამედიცინო დაწესებულებამ „კოვიდ-19“-ზე ქვეყნის წარმატებულ რეაგირებაში დიდი როლი შეასრულა“ - წერს „ევრაქტივი“. სტატიაში ნახსენებია, რომ რუსეთი ლუგარის მიერ მწერებს სხვადასხვა ბიოლოგიური აგენტებისა და პათოგენების გადამტანად იყენებს. „ევრაქტივი“ ასევე წერს, რომ რუსეთმა ლუგარის ცენტრის დათვალიერება ყველა უცხო ქვეყნის წარმომადგენლისა და ორგანიზაციის თანდასწრების გარეშე ითხოვა, რაზეც საქართველოს მხრიდან უარი მიიღო. „ევრაქტივი“ წერს, რომ დეზინფორმაციის სამიზნე ევროპაც გახდა, როდესაც კრემლის მხარდამჭერმა მედიამ გააჟღერა თეორია, რომ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის სასწრაფო დახმარების მანქანები, რომლებიც ცხინვალსა და თბილისის მიერ კონტროლირებად ტერიტორიას შორის გამყოფი ხაზის გასწვრივ იმყოფებიან, ლუგარის ლაბორატორიაში გამოსაყენებლად ნიმუშებს აგროვებდნენ, რასაც სამოქალაქო მონიტორინგის მისიამ „მავნე და უპასუხისმგებლო დეზინფორმაცია“ უწოდა. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
„ევროაქტივი“ ბრიტანელი დეპუტატის სტატიას აქვეყნებს
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
2
''ევროაქტივი“ - ლუგარის ცენტრი დიდი ხანია დეზინფორმაციული შე...
Ajara TV
ახალი 6 | ევროაქტივი ქართ. მედიაზე | 24.07
GeoArchive
ახალი 9 | ევროაქტივი ქართ. მედიაზე | 24.07.12
GeoArchive
ევროკავშირის სამხედრო სტრატეგიის განახლებული პროექტი
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ვიოლა ფონ კრამონის ინტერვიუ
პირველი არხი Georgian Public Broadcaster