ვენეციის კომისიის რეკომენდაციები
ხვალ გახდება ცნობილი, ვენეციის კომისიის რომელ შენიშვნებს გაითვალისწინებს მმართველი გუნდი. ევროპელი ექსპერტების რეკომენდაციების განსახილველად, უმრავლესობა გუნდის შიგნით კონსულტაციების გამართვას აპირებს. სწორედ ამის შემდეგ გაირკვევა, რა ცვლილებები შევა „ქართული ოცნების“ კანონ-პროექტში, რომელიც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევის კრიტერიუმებს და პროცედურებს ადგენს. ამიტომ პარლამენტის ხვალინდელი სხდომის მიმართ განსაკუთრებული ინტერესია. ერთი დღით ადრე, პროექტის გარშემო ცნობილი ხდება კიდევ ერთი საერთაშორისო ორგანიზაციის პოზიცია. გამოცდები, კენჭისყრის ფორმა, ინტერესთა შესაძლო კონფლიქტი - ოდირის შენიშვნები ძირითადად ვენეციის კომისიის მსგავსია. უმრავლესობის სადავო პროექტის მუხლობრივ განხილვას მმართველი გუნდი დღესაც გეგმავდა, თუმცა დეპუტატებს შორის მწვავე დაპირისპირების და პოზიციების შეუჯერებლობის გამო, სხდომა გადაიდო. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/pg/1stchannel/ გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
ვენეციის კომისიის რეკომენდაციები
TV IMEDI
ვენეციის კომისიის რეკომენდაციები
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ვენეციის კომისიის რეკომენდაციები
TV IMEDI
ვენეციის კომისიის რეკომენდაციები-შეფასებები აჭარაში
Ajara TV
ვენეციის კომისიის რეკომენდაციები/მოსამართლეების დანიშვნა
Malkhaz Nakashidze
ვენეციის კომისიის რეკომენდაციები სადავო საკონსტიტუციო ცვლილე...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ვენეციის კომისიის რეკომენდაციები ცნობილია
ობიექტივი
ვენეციის კომისიის რეკომენდაციები - როგორია საპარლამენტო უმრა...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster