ცვლილებები ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში

28.09.2022 01:36

ავტომობილების მიერ გამოწვეული ხმაურისა და საგზაო მოძრაობისას დადგენილი სიჩქარის გადაჭარბებისთვის სანქციები მკაცრდება. იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე დღეს მთავრობის ინიცირებული საკანონმდებლო პაკეტი განიხილეს, რომელიც „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსსა და „საგზაო მოძრაობის შესახებ“ კანონში ცვლილებების შეტანას ითვალისწინებს. პროექტის თანახმად სატრანსპორტო საშუალების მძღოლის მიერ მოძრაობის დადგენილი სიჩქარის გადაჭარბება 40 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით, 150 ლარის ნაცვლად, გამოიწვევს დაჯარიმებას 300 ლარის ოდენობით. შესაბამისად, იზრდება სანქცია თუ სიჩქარის გადაჭარბებას მოჰყვა საავარიო ვითარების შექმნა, რაც 300 ლარის ნაცვლად, გამოიწვევს დაჯარიმებას 400 ლარის ოდენობით, ხოლო თუ სიჩქარის გადაჭარბებას მოჰყვა დაზიანება, ჯარიმა 500 ლარის ნაცვლად, იქნება 600 ლარი. წარმოდგენილი პროექტით, ცვლილებები სატრანსპორტო საშუალების ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში მართვისთვის პასუხისმგებლობის დაკისრებას და სხვა რეგულაციებსაც შეეხება. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge   გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება:

მსგავსი ვიდეოები

ცვლილებები ,,ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში\"
01:06

ცვლილებები ,,ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში"

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

ცვლილებები ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში
05:25

ცვლილებები ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში

yourparliament

ცვლილებები „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“
01:21

ცვლილებები „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

ცვლილებები ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში
01:26

ცვლილებები ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

ცვლილებები ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში
00:47

ცვლილებები ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

ნასვამ მძღოლებზე სანქციები მკაცრდება
01:32

ნასვამ მძღოლებზე სანქციები მკაცრდება

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

#მოამბე 21 საათზე, 29 აპრილი, 2021 #LIVE
01:06:00

#მოამბე 21 საათზე, 29 აპრილი, 2021 #LIVE

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

შუქგამტარობის შემზღუდავი ყველა საშუალების გამოყენება იკრძალება
01:21

შუქგამტარობის შემზღუდავი ყველა საშუალების გამოყენება იკრძალე...

ტელეკომპანია თანამგზავრი

ყველა ვიდეო