„ქართული ოცნების“ რეგიონული შეხვედრა ოზურგეთში


ოზურგეთში „ქართული ოცნების“ რეგიონული შეხვედრა მიმდინარეობს.

პარტიის ლიდერები დახურულ კარს მიღმა რეგიონული ორგანიზაციის წარმომადგენლებს ხვდებიან. ოზურგეთში იმყოფებიან კახი კალაძე და ირაკლი კობახიძე. შეხვედრის დაწყებამდე მათ ჟურნალისტებთან კომენტარი არ გაუკეთებიათ.

ოზურგეთის მაჟორიტარი დეპუტატის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, საუბარი შეეხება პარტიის სამომავლო სტრატეგიას.

გავრცელებული ინფორმაციით, შესაძლოა პარტიის ოზურგეთის ორგანიზაციის თავმჯდომარეობა დატოვოს მერაბ ჭანუყვაძემ, რომელიც გურიის გუბერნატორი იყო.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/pg/1stchanne...
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან