პოლიციამ წერეთლის გამზირზე მომხდარი დაჭრის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა - დაკავებულია 2 პირი

30.05.2020 00:21

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1991 წელს დაბადებული ლ.ა. და 1996 წელს დაბადებული ვ.გ. ჯგუფურად ჩადენილი ორი ან მეტი პირის მიმართ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით, ცხელ კვალზე დააკავეს. დანაშაული 9-დან 13 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა თბილისში, აკაკი წერეთლის გამზირზე მდებარე სკვერში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღით დაჭრეს 1991 წელს დაბადებული გ.ბ. და 1988 წელს დაბადებული ბ.ჭ., ხოლო 1994 წელს დაბადებულ ბ.ბ.-ს ბლაგვი საგნით სხეულზე დაზიანება მიაყენეს. დაჭრილები სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა, ხოლო ბ.ბ.-ს ადგილზე აღმოუჩინეს პირველადი სამედიცინო დახმარება. ამ დროისთვის, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. სამართალდამცველებმა იმ ავტომობილის ჩხრეკისას, რომლითაც ბრალდებულები გადაადგილდებოდნენ, დანაშაულის ჩადენის იარაღები - ორი ხელკეტი ნივთმტკიცებად ამოიღეს. გარდა ამისა, გრძელდება ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებები ინციდენტში მონაწილე სხვა პირების დადგენა-დაკავების მიზნით. მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 117-მუხლის მე-5 ნაწილის "ე" ქვეპუნქტით და მე-7 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ორი ან მეტი პირის მიმართ ჯგუფურად ჩადენილ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს. Facebook : https://www.facebook.com/MIAofGeorgia/ Twitter : https://twitter.com/MIAofGeorgia Myvideo : http://www.myvideo.ge/?user_id=1560804

გაზიარება:

მსგავსი ვიდეოები

პოლიციამ წერეთლის გამზირზე მომხდარი თავდასხმის ფაქტზე 1 პირი დააკავა
00:53

პოლიციამ წერეთლის გამზირზე მომხდარი თავდასხმის ფაქტზე 1 პირი...

შინაგან საქმეთა სამინისტრო

„საფარი“ შსს-ს თანამშრომლების წინააღმდეგ გამოძიებას ითხოვს
02:05

„საფარი“ შსს-ს თანამშრომლების წინააღმდეგ გამოძიებას ითხოვს

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

შემთხვევა წერეთლის გამზირზე
00:32

შემთხვევა წერეთლის გამზირზე

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

დაკავება ქურდობის მცდელობის ბრალდებით
00:33

დაკავება ქურდობის მცდელობის ბრალდებით

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

როგორ აკავებს პოლიცია მოქალაქეებს წერეთლის და რუსთველის გამზირზე
01:26

როგორ აკავებს პოლიცია მოქალაქეებს წერეთლის და რუსთველის გამზ...

რადიო თავისუფლება

პოლიციამ თბილისში ძალადობის ბრალდებით ერთი პირი დააკავა
00:24

პოლიციამ თბილისში ძალადობის ბრალდებით ერთი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტრო

ექსკლუზივი — რატომ შევიდა თბილისის მერიაში ფინანსური პოლიცია | საქმე კალაძის წინააღმდეგ
08:34

ექსკლუზივი — რატომ შევიდა თბილისის მერიაში ფინანსური პოლიცია...

Formula News

ექვსი ადამიანი ემსხვერპლა ბაღდათში ხანძარს
02:07

ექვსი ადამიანი ემსხვერპლა ბაღდათში ხანძარს

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

ყველა ვიდეო