შალვა პაპუაშვილის ვიზიტი ბრიუსელში


შალვა პაპუაშვილი პირველი ოფიციალური სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ბრიუსელში, ნატო-ს შტაბ-ბინაში შეხვედრებს მართავს. პარლამენტის თავმჯდომარე ალიანსის გენერალური მდივნის მოადგილეს, მირჩა ჯოანას შეხვდა.

დღესვე მან საპარლამენტო დელეგაციასთან ერთად, ნატო-საქართველოს კომისიის შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. პარლამენტის თავმჯდომარე ნატო-საქართველოს კომისიის სხდომაზე სიტყვით გამოვიდა.

შალვა პაპუაშვილმა ისაუბრა, რა გეგმები აქვს საქართველოს პარლამენტს საპარლამენტო ზედამხედველობის გაძლიერებისა და დემოკრატიული რეფორმების გატარების მიმართულებით. პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, კომისიაზე ყველა წევრი სახელმწიფოს წარმომადგენელმა გამოხატა მხარდაჭერა საქართველოს მიმართ, როგორც ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტის ასევე საქართველოს სურვილის მიმართ, გაწევრიანდეს ნატო-ში და კიდევ ერთხელ დადასტურდა ნატო-ს ღია კარის პოლიტიკა.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge  
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან