ოჯახში ძალადობის აღკვეთა, მსხვერპლთა დაცვა და დახმარება


„ოჯახში ძალადობის აღკვეთა, მსხვერპლთა დაცვა და დახმარება\", ამ სახელწოდებით, დღეს თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის მეოთხე კურსის იურიდიული ფაკულტეტის 25- მდე სტუდენტს ტრენინგი ჩაუტარდა. აღნიშნული თემა უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტებისთვის 4 თვიან კურსს ითვალისწინებს, რომლის მიზანი მათი ცნობიერების ამაღლება და უნივერსიტეტებში იურიდიული კლინიკების აქტიურად ამუშავებაა. ტრენერის განცხადებით, სტუდენტები ისწავლიან თუ როგორ ებრძოლონ ოჯახში ძალადობას, ან როგორ გასცენ სწორი ინფორმაცია, რომელი კანონმდებლობით შეიძლება დაიცვან მსხვერპლი. ტრენინგი „საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის\" სასწავლო ცენტრისა და „გაეროს ქალთა ორგანიზაციის\" ეგიდით ჩატარდა.

ვებ-გვერდზე გადასვლა:
http://bit.ly/1lYA7IH

ვიდეოები „ტელეკომპანია თანამგზავრი"-ისგან