საქართველო - ევროპის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა
ხვალინდელი დღე ისტორიულია საქართველოსთვის. 2019 წლის 27 ნოემბრიდან ქვეყანა ევროსაბჭოს თავმჯდომარის სტატუსს საფრანგეთისგან ოფიციალურად გადაიბარებს. სტრასბურგში საზეიმო ცერემონიისთვის ემზადებიან. ხვალ, თბილისის დროით საღამოს რვა საათზე საფრანგეთის ევროპულ საქმეთა სახელმწიფო მინისტრი საქართველოს პირველ დიპლომატს სიმბოლურ გასაღებს გადასცემს. ქალაქის მთავარ მოედანზე კი საქართველოს დროშას აღმართავენ. დაგეგმილია სხვა ღონისძიებებიც. ეს იქნება პირველი შემთხვევა, როცა საერთაშორისო ორგანიზაციაში გაწევრიანებიდან ოცი წლისთავზე, ჩვენი ქვეყანა ევროსაბჭოს მმართველი ორგანოს, მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარე გახდება. ეს ნიშნავს, რომ მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში ევროსაბჭოში პრიორიტეტულ თემებს სწორედ საქართველო განსაზღვრავს. „მოამბის“ გადამღები ჯგუფი უკვე სტრასბურგშია. სალომე ქოქიაშვილი გააშუქებს ხვალინდელ ცერემონიას. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
საქართველო - ევროპის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
საქართველო ევროპის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა

ახალგაზრდული კვირეული 2019 / Youth Week 2019
სიმბოლური გასაღები საფრანგეთისგან - საქართველო ევროპის საბჭო...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
დავით ზალკალიანის ანგარიში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster