ის რასაც სკოლაში არ გვასწავლიან: რატომ გვჭირდება მდიდარი ადამიანები?

05/22/2021
No Nonsense Vision-ის მიერ

მინდა გაჩვენოთ, თუ რატომ არიან საჭირო მდიდარი ადამიანები ჩვენი საზოგადოების კეთილდღეობისთვის.

დონაციის ლინკი : https://www.donationalerts.com/r/no_n...
ფეისბუქ გვერდი :   / nononsensevision  


სოციუმი პატარაობიდანვე გვასწავლის, რომ ფული ცუდია, რომ მდიდარი ადამიანები ბოროტები და ხარბები არიან, მაგრამ შეესაბამება კი ეს ყველაფერი სიმართლეს? ჩვენს სოციუმში გამდიდრების სურვილი სიხარბეზე მიანიშნებს. სიხარბე ცუდია, ესე იგი გამდიდრებაც ცუდია.
სწორედ აქ იბადება პრობლემა.

ჩვენი კეთილდღეობისათვის საჭიროა ჩვენი ცხოვრების სტანდარტების გაუმჯობესება. სტანდარტების გაუმჯობესებისთვის საჭიროა ახალი პროდუქტის თუ სერვისის წარმოება, წინ სვლა, განვითარება, პროგრესულად აზროვნება, მაგრამ როგორ ვიზავთ ამ ყელაფერს თუ გამდიდრების სურვილი დასაძრახი იქნება?
ვერანაირად. ადამიანების ერთადერთი რეალური მოტივაცია ფულია. ფული აბსტრაქტული მცნებაა და ის სიმდიდრეს ანუ ღირებულებას წარმოადგენს. ადამიანის ერთადერთი მამოტივირებელი სიმდიდრის ქონაა, მაგრამ თუ სიმდიდრის ქონა სოციუმში ამორალურად ჩაითვლება, მაშინ მოტივაციაც გაქრება. მოტივაციის გაქრობა კი ცხოვრების სტანდარტების უკან დახევას ნიშნავს.

სწორედ ამიტომ ჩვენ უნდა გავიაზროთ ის ფაქტი, რომ მდიდარი ადამიანები ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კომპონენტები არიან ჩვენი კეთილდღეობისათვის, რადგან თუ ისინი არ იარსებებდნენ ეს თავისთავად ნიშნავს იმას, რომ არაფერი იარსებებდა. არ იქნებოდა პროგრესი, არ იქნებოდა წარმოება, არ იქნებოდა მოტივაცია სტანდარტების გაუმჯობესებისთვის და ა.შ.

ჩემი გადმოსახედიდან საქართველოს ყველაზე მეტად სჭირდება საღად მოაზროვნე ახალგაზრდა ადამიანები, რომლებსაც ექნებათ გამდიდრების სურვილი, რომლებიც არ იქნებიან სოციუმის ბორკილებში დატყვევებულნი და რომლებიც წაიყვანენ ჩვენს ქვეყანას განვითარების გზისკენ.


პატარა ისტორია ილონ მასკზე:

2002 წელს, როდესაც Paypal-ი Ebay-მ 1,5 მილიარდ დოლარად იყიდა, ილონ მასკს აქედან 180 მილიონი დოლარი ერგო.
მან იგივე წელს დააარსა SpaceX. 2004 წელს მან ჩადო ინვესტიციები Tesla-ში, მაგრამ ხელში არ აუღია კომპანიის აქტიური მართვა 2008 წლამდე. 2008 წელს იგი გახდა Tesla-ს გენერალური დირექტორი და პროდუქტის არქიტექტორი.
დღესდღეობით SpaceX-ს ღირებულება 74 მილიარდ დოლარს შეადგენს Tesla-ს ღირებულება კი 560 მილიარდ დოლარს.
დღეის მონაცემებით ილონ მასკის ქონება 147 მილიარდ დოლარს შეადგენს.
05/22/2021


Music/გამოყენებული მუსიკა :

\"Savfk - Ultra\" is under a Creative Commons (CC-BY 3.0) license
   / savfkmusic  
Music promoted by BreakingCopyright: https://bit.ly/bc-ultra-song

Signal To Noise by Scott Buckley   / scottbuckley  
Creative Commons — Attribution 3.0 Unported — CC BY 3.0
Free Download / Stream: https://bit.ly/signal-to-noise
Music promoted by Audio Library    • Signal To Noise – Scott Buckley (No C...  

\"Savfk - Reloaded\" is under a Creative Commons (CC-BY 3.0) license
   / savfkmusic  
Music promoted by BreakingCopyright:    • Epic Electronic \u0026 Cinematic (Music Fo...  

In Dreams by Scott Buckley   / scottbuckley  
Creative Commons — Attribution 3.0 Unported — CC BY 3.0
Free Download / Stream: https://bit.ly/-in-dreams
Music promoted by Audio Library    • In Dreams – Scott Buckley (No Copyrig...  




📈 ❗ გაზარდე შენი დროის ფასი ❗ 📈
📈 ❗ INCREASE THE PRICE OF YOUR TIME ❗ 📈

COPYRIGHT DISCLAIMER❗:
All materials in these videos are used for educational purposes and fall within the guidelines of fair use. No copyright infringement intended. If you are or represent the copyright owner of materials used in this video and have a problem with the use of said material, please send me an email: ➡️გაფრთხილება საავტორო უფლებებთან დაკავშირებით❗:
ამ ვიდეოში ყველა მასალა გამოყენებულია საგანმანათლებლო მიზნებისთვის და ჯდება სამართლიანი გამოყენების სახელმძღვანელო ჩარჩოებში. საავტორო უფლებების დარღვევა არ არის გამიზნული. თუ თქვენ რომელიმე ამ ვიდეოში გამოყენებული მასალის საავტორო უფლების მფლობელი ხართ და გაქვთ პრობლემა ამ უკანასკნელის გამოყენებასთან დაკავშირებით, გთხოვთ დამიკავშირდეთ მეილზე:➡️

:➡️contact/დამიკავშირდით➡️:[email protected]

0:00 - შესავალი
2:22 - რა არის სიმდიდრე
5:49 - არჩევანი
11:30 - კაპიტალიზმი
13:36 - შენ

ვიდეოები „No Nonsense Vision"-ისგან