აგვისტოს ომში დაღუპულთა ხსოვნის სიმბოლოა დროშები ორბელიანების სასახლის ეზოში

07.08.2022 00:55

2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპულთა ხსოვნის სიმბოლოა დროშები ორბელიანების სასახლის ეზოში. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ეზო დღეს დამთვალიერებლებისთვის ღიაა. აქ მოსულ სტუმრებს აგვისტოს ომის მე-14 წლისთავისადმი მიძღვნილი ფოტოგამოფენის ხილვა შეუძლიათ. დასკვნითი ღონისძიება კი 11 აგვისტოს 20:00 საათზე ფილმის „შინდისის გმირების“ ღია ჩვენებით დასრულდება, სადაც დასწრება თავისუფალი იქნება. საქართველოს პრეზიდენტის მხარდაჭერით 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული სამხედროების ზაზა ბირთველიშვილისა და ოთარ სუხიტაშვილის ხსოვნის უკვდავსაყოფად გორში და კარალეთში მდებარე სკოლებსა და კარალეთის სკვერს მათი სახელები მიენიჭათ. შესაბამისი ინიციატივით დაღუპული მებრძოლების მშობლებმა პრეზიდენტს შარშან მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე შეხვედრისას პირადად მიმართეს. გორის მე-7 საშუალო სკოლა კაპრალ ზაზა ბირთველიშვილის სახელს ატარებს, ხოლო კარალეთის მე-2 საჯარო სკოლა და სკვერი კაპრალ ოთარ სუხიტაშვილის სახელობის გახდა. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge   გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება:

მსგავსი ვიდეოები

2008 წლის აგვისტოს ომი - ღონისძიებები რუსთავში
01:24

2008 წლის აგვისტოს ომი - ღონისძიებები რუსთავში

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

15 წელი აგვისტოს ომიდან - დაღუპულთა გახსენება ძმათა სასაფლაოზე
02:53

15 წელი აგვისტოს ომიდან - დაღუპულთა გახსენება ძმათა სასაფლაო...

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

15 წელი აგვისტოს ომიდან - დაღუპულთა გახსენება ძმათა სასაფლაოზე
02:04

15 წელი აგვისტოს ომიდან - დაღუპულთა გახსენება ძმათა სასაფლაო...

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

აგვისტოს ომში დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად სახელმწიფო შენობებზე საქართველოს დროშები დაუშვეს
01:38

აგვისტოს ომში დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად სახელმწიფო შენო...

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

14 წელი აგვისტოს ომიდან - ფოთში 8 აგვისტოს ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს
01:00

14 წელი აგვისტოს ომიდან - ფოთში 8 აგვისტოს ომში დაღუპულთა ხს...

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

12 წელი აგვისტოს ომიდან
02:02

12 წელი აგვისტოს ომიდან

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

პრეზიდენტმა აგვისტოს ომში დაღუპულთა მემორიალი ყვავილებით შეამკო
00:56

პრეზიდენტმა აგვისტოს ომში დაღუპულთა მემორიალი ყვავილებით შეა...

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

აგვისტოს ომში დაღუპულ გმირებს პატივი მიაგეს რეგიონებში
00:58

აგვისტოს ომში დაღუპულ გმირებს პატივი მიაგეს რეგიონებში

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

ყველა ვიდეო