ქართული ღვინის ფესტივალი შარდენის ქუჩაზე

13.10.2018 03:11

შარდენის ქუჩაზე ქართული ღვინის ფესტივალი გაიმართა. ფესტივალზე მისულ ვიზიტორებს საშუალება ჰქონდათ, ქართული ღვინის დაყენების სხვადასხვა ტექნოლოგიას გაცნობოდნენ და ამ ტექნოლოგიით დამზადებული ღვინო დაეგემოვნებინათ. წელს ღვინის ფესტივალზე საკუთარი პროდუქცია წარმოადგინეს ღვინის მწარმოებელმა მცირე მარნებმა, საოჯახო მეურნეებმა და თითქმის ყველა მსხვილმა კომპანიამ. ფესტივალზე სტუმრებს ქართულ ტრადიციულ პურსა და ჩურჩხელასაც სთავაზობენ, ღონისძიება მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel   გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება: