წარმოადგენს თუ არა საშიშროებას „აიდი\" ბარათები? - ამ კითხვით „ახალი ამბების\" გადამღებმა ჯგუფმა თელავის მოსახლეობას მიმართა. საზოგადოების უმრავლესობა პირადობის ახალ მოწმობას უკვე მოიხმარს. როგორც ადგილობრივები აცხადებენ, აღნიშნული ბარათი მათთვის საშიშროებას არ წარმოადგენს.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ინიციატივით, „აიდი\" ბარათების გაცემა 2011 წლიდან დაიწყო.
პირადობის ახალი მოწმობა მაღალტექნოლოგიური და გაყალბებისაგან დაცული პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტია. ამ დოკუმენტით შესაძლებელია პიროვნების იდენტიფიკაცია დისტანციურად, ინტერნეტის საშუალებით. ასევე, ID ბარათი ელექტრონული დოკუმენტების ციფრული ხელმოწერით დადასტურების საშუალებას იძლევა და მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, მას იურიდიული ძალა გააჩნია.
ვებ-გვერდზე გადასვლა:
http://bit.ly/1cGLJSp