საპატრულო პოლიციამ თბილისის აეროპორტში 4 პირი დააკავა

06.04.2019 00:43

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის საზღვრის მართვისა და კოორდინირების მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, ყალბი ბეჭდის და ოფიციალური დოკუმენტის დამზადება-გასაღების ბრალდებით, ირანის 4 მოქალაქე: 1991 წელს დაბადებული ა.ა., 1986 წელს დაბადებული ნ.ტ., 1989 წელს დაბადებული ტ.შ. და 1985 წელს დაბადებული რ. თ. დააკავეს. გამოძიებამ დაადგინა, რომ ა.ა.-ს ბათუმის აეროპორტის 3 ყალბი ბეჭედი საქართველოში გასაღების მიზნით შემოჰქონდა. ასევე, დადგინდა, რომ დაკავებულს ყალბი ბეჭდები საქართველოში მყოფ ირანის მოქალაქეებზე უნდა გაესაღებინა. სამართალდამცველებმა, ნ.ტ.-ს, ტ.შ.-ს და რ.თ.-ს დროებითი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად, ბულგარეთისა და ჩეხეთის რესპუბლიკის, სავარაუდოდ, ყალბი პასპორტები ამოიღეს. გამოძიება ყალბი ბეჭდის და ოფიციალური დოკუმენტის დამზადება-გასაღების ფაქტზე მიმდინარეობს, საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის 1-ლი ნაწილით. Facebook : https://www.facebook.com/MIAofGeorgia/ Twitter : https://twitter.com/MIAofGeorgia Myvideo : http://www.myvideo.ge/?user_id=1560804

გაზიარება: