ინტერვიუ რიჩარდ პიბოდისთან


„მოამბის” ექსკლუზიური ინტერვიუ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენელთან. დღეს ორგანიზაციის განსაკუთრებით საშიშ პათოგენებზე მომუშავე ჯგუფის ხელმძღვანელს ვესაუბრეთ. ის არის რიჩარდ პიბოდი. მისი მთავარი საკვლევი სფერო დღეს სწორედ „კოვიდ-19“-ია, რომელიც ახლა მთელი მსოფლიოსთვის ნომერ პირველი გამოწვევაა.

საერთაშორისო ორგანიზაციის ექსპერტ-სპეციალისტი ამბობს, რომ მსოფლიოს ვაქცინის შექმნამდე მინიმუმ 12-18 თვე აშორებს. პაბოდი ახლა ყველა ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, განსაკუთრებული სიფრთხილისკენ მოუწოდებს და მოსახლეობას აფრთხილებს, რომ დაავადების გავრცელების მეორე ტალღის საშიშროება არსებობს. ასეთი სცენარის თავიდან ასაცილებლად კი შეზღუდვების ეტაპობრივი მოხსნის დროს განსაკუთრებული სიფრთხილის დაცვაა საჭირო.

წლების განმავლობაში რიჩარდ პაბოდი იყო ინგლისის ინფექციურ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ერთ-ერთი მთავარი განყოფილების ხელმძღვანელი. არის ათეულობით სამეცნიერო კვლევის ავტორი - მათ შორის გრიპის ვაქცინებზე.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან