რთული ეპიდვითარება და საველე ჰოსპიტალი თბილისში
უმძიმესი სცენარი რეალობად იქცა - ჰოსპიტალურ სექტორში არსებული ვითარება იმდენად რთულია, რომ კორონავირუსით ინფიცირებულთა სამკურნალოდ საქართველოში საველე ჰოსპიტლის გახსნა გახდა საჭირო. 500-ს პაციენტზე გათვლილი სივრცე დიღმის ოლიმპიურ სოფელშია მოწყობილი. საშუალო სიმძიმის პაციენტების მიღება ჰოსპიტალში იმ შემთხვევაში დაიწყება, თუ უახლოეს დღეებში ინფიცირებულთა რაოდენობის ზრდის ტენდენცია გაგრძელდება. პანდემიის დაწყებიდან წლისა და ხუთი თვის თავზე ქვეყანაში საველე ჰოსპიტლის ამოქმედების მიზანი ხელოვნური სუნთქვის აპარატზე მყოფი კრიტიკული პაციენტებისთვის კლინიკებში ადგილების გამოთავისუფლებაა. მძიმე პაციენტებსაც კი საავადმყოფოების ნაწილი ვეღარ იღებს. „დელტა“ შტამი მთელი ქვეყნის მასშტაბით სწრაფი ტემპებით ვრცელდება და ყოველდღიურად საშუალოდ 5 000 ადამიანი ინფიცირდება. საგანგაშო ნიშნულზეა სიკვდილიანობის მაჩვენებელი. ბოლო 24 საათში დადასტურებული შემთხვევების რაოდენობამ შედარებით იკლო, რაც უქმე დღეებს უკავშირდება. მესამეზე ბევრად მძიმე მეოთხე ტალღის პიკში მყოფი ქვეყანა ხელახლა ამოქმედებული შეზღუდვების ეფექტს ელოდება. ეპიდემიოლოგების ნაწილი რეგულაციების კიდევ უფრო გამკაცრებას მოითხოვს. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
რთული ეპიდემიოლოგიური ვითარება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
გართულებული ეპიდემიური ვითარება საქართველოში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
მძიმე ეპიდემიური ვითარება საქართველოში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
გართულებული ეპიდემიური ვითარება საქართველოში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
რთული ეპიდემიოლოგიური ვითარება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
რთული ეპიდვითარება და ვაქცინაცია
TV IMEDI
რთული ეპიდვითარება და ახალი რეგულაციები
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
რთული ეპიდვითარება და ვაქცინაცია - საქართველოში ე.წ. ბუსტერ...
TV IMEDI