ძაღლთა ბრძოლის ორგანიზატორთა დასჯის მოთხოვნით თბილისში აქცია გაიმართა

01/17/2017
netgazeti ge-ის მიერ

ცხოველთა უფლებების დამცველებმა და მათმა მხარდამჭერებმა დღეს, საქართველოს მთვრობის ადმინისტრაციის შენობასთან აქცია გამართეს. აქციის მონაწილეებიმა ამ ფორმით, გუშინ, 16 იანვარს, სოციალურ ქსელ \"ფეისბუქში\" გავრცელებული ვიდე და მასზე ასახული ფაქტი გააპროტესტეს.

ვიდეო ძაღლების ორთაბრძოლას ასახავდა. მასში ათობით ადამიანი ჩანდა, რომლების ძაღლების ჩხუბს შეძახილებისა და ოვაციების ფონზე აკვირდებოდნენ. მას შემდეგ, რაც ვიდეო ინტერნეტსაზოგადოების განხილვის საგანი გახდა, ის სოციალური ქსელიდან წაიშალა.

საქართველო, ნეტგაზეთი, 995 032 2960830
[email protected] | [email protected]
http://netgazeti.ge | http://batumelebi.ge
https://twitter.com/@netgazeti
https://www.facebook.com/netgazeti/
http://netgazeti.ge/feed/

ვიდეოები „netgazeti ge"-ისგან