დიმიტრი ლორთქიფანიძის განცხადება

21.10.2020 00:56

დიმიტრი ლორთქიფანიძე მიწათსარგებლობის რუკების საკითხზე პროკურატურას გამოძიების დაწყებისკენ მოუწოდებს. მისი თქმით, მიწათმოწყობის სახელმწიფო სამეცნიერო კვლევით საპროექტო ინსტიტუტში აღნიშნული რუკების პლანშეტები და აეროფოტოგადაღების მასალები ინახებოდა. 2005 წელს ინსტიტუტი დაიკეტა და მასალების ნაწილი გარემოს დაცვის სამინისტრომ წაიღო, ნაწილი კი სახელმწიფო არქივს ჩაბარდა, დანარჩენი რუკების ნაწილის ადგილსამყოფელი უცნობია. დიმიტრი ლორთქიფანიძე მასალების განადგურების შესაძლებლობას უშვებს და პროკურატურას აღნიშნული საკითხის გამოძიებისკენ მოუწოდებს. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება: