გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ მსხალგორში უკანონო ნადირობის დროს მოკლული 2 ჯიხვი ამოიღეს. როგორც ტელეკომპანია „თანამგზავრს\" სამინისტროდან აცნობეს, დაღესტნური ჯიხვი საქართველოს „წითელ ნუსხაშია\" შეტანილი.
გარემოზე მიყენებულმა ზარალმა 130 ათასი ლარი შეადგინა. უწყებაში აცხადებენ, რომ სამართალდამრღვევებს უკანონო ნადირობისას გამოყენებული იარაღი და 30 კილოგრამამდე ოდენობის ჯიხვის ხორცი ჩამოერთვათ. საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება.
ვებ-გვერდზე გადასვლა:
http://bit.ly/1t38Myk