„წიგნების თაროს” მეოთხე სეზონის რეგისტრაცია დაიწყო. განაცხადი მიიღება - 6 ოქტომბრამდე
„წიგნების თაროს” მეოთხე სეზონში მონაწილეობის მსურველთა რეგისტრაცია დაიწყო. განაცხადი მიიღება 18 სექტემბრიდან - 6 ოქტომბრამდე. შეავსე აპლიკაცია - http://1tv.ge/projects/wignebistaro/ თამაშის მეოთხე სეზონში მონაწილეობის მსურველმა სკოლებმა უნდა გაიარონ რამდენიმე ეტაპი: 1. სკოლის უფლებამოსილმა წარმომადგენელმა (დირექტორი, მასწავლებელი) უნდა დაარეგისტრიროს სამი მოსწავლისგან შემდგარი გუნდი გადაცემის ფეისბუქის გვერდზე, ან პირველი არხის ვებგვერდზე არსებული აპლიკაციის მეშვეობით; 2. რეგისტრაციის დასრულების შემდეგ, დარეგისტრირებულ სკოლებთან მოეწყობა ონლაინ-გასაუბრება, რომლის შედეგადაც გამოვლინდება შემდეგ ტურში გადასული სკოლები; 3. მეორე ტურში გადასულ გუნდებს ჟიური პირადად შეხვდება როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში და უფრო ვრცელი გასაუბრების საფუძველზე გამოავლენს გადაცემაში მონაწილე 32 გუნდს. სკოლას აქვს მხოლოდ ერთი გუნდის რეგისტრაციის უფლება. გუნდის წევრი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ კრიტერიუმებს: 1. იყოს მე-10, მე-11, ან მე-12 კლასის მოსწავლე; 2. იყოს წარმდგენი სკოლის მოსწავლე (გადაცემის შემოქმედებითი ჯგუფი გირჩევთ გუნდის დაკომპლექტებისას გაითვალისწინოთ ინტერესი მხატვრული ლიტერატურისადმი და არა მაღალი აკადემიური მოსწრება) ; 3. არ უნდა იყოს „წიგნების თაროს“ წინა სეზონების გამარჯვებული.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
ლიტერატურული შოუს "წიგნების თაროს" მეოთხე სეზონის რეგისტრაცი...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
#ახალიდღე „წიგნების თაროს“ IV სტუდენტური სეზონის ფინალი 17 ი...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
„წიგნების თარო“ მცხეთაში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
„წიგნების თარო“ ახალ სეზონს იწყებს
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
„წიგნების თარო“ ეთერს უბრუნდება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
#წიგნებისთარო სტუდენტური სეზონის ფინალი
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
#წიგნებისთარო-ს მეოთხე მეთექვსმეტედფინალი! ჩუმლაყის საჯარო ს...
#წიგნებისთარო IX სასკოლო სეზონის ფინალი! თბილისის 52-ე სკოლა...
წიგნების თარო