უბედური შემთხვევა ვაკის პარკში - დაკითხვა პოლიციაში


დაკითხვა დაიწყო. ვაკე-საბურთალოს პოლიციის შენობაში ამ დრომდე იმყოფებიან კომპანია „გრინსერვისის-პლიუსის“ ხელმძღვანელი, დამფუძნებელი და წარმომადგენლები. გამომძიებლების შეკითხვებს პასუხობს თბილისის მერიის გარემოს დაცვის სამსახურის უფროსიც. როგორც მერიაში განმარტავენ, შადრევანი ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე ექსპლუატაციაში იყო მიღებული და მანამდე სატესტო რეჟიმშიც მუშაობდა. რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში გამოიცვალა კონსტრუქციული ნაწილი და დამონტაჟდა თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი სისტემები, მათ შორის ამოფრქვევის სისტემა, შეიცვალა განათებაც. შადრევნის და მცირე კასკადის სარეაბილიტაციო სამუშაოებში 6 მილიონ 500 000 ლარი დაიხარჯა. დაგეგმილია ექსპერტიზის დასკვნის გამცემ პირთა დაკითხვაც. 

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge  
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან