დიალოგი ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის


რა ფორმატში გაგრძელდება ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის საარჩევნო სისტემის გარშემო შეჩერებული მოლაპარაკებები, - ეს კითხვა „ქართული ოცნების“ ახალმა შეთავაზებამ გააჩინა.

მმართველი გუნდი მზადაა, საარჩევნო სისტემის გარშემო კომპრომისული შეთანხმების მისაღწევად ოპოზიციურ პარტიებს ერთად და ცალ-ცალკე შეხვდეს. დღეს ცნობილი ხდება, რომ პირველი ასეთი შეხვედრა პარლამენტის თავმჯდომარესთან უკვე გამართა „გირჩმა“, რომელიც ამავე დროს „ლეიბორისტების“ ოფისში მიმდინარე ოპოზიციური შეკრებების მონაწილეა. თუმცა, ამავე შეკრების დანარჩენი მონაწილეები ამ ეტაპზე ცალ-ცალკე შეხედრებს გამორიცხავენ. არ არის გამორიცხული, რომ ინდივიდუალურ რეჟიმში ხელისუფლებას საკუთარი საარჩევნო წინადადება წარუდგინონ დამოუკიდებელმა დეპუტატებმაც, თუმცა მოლაპარაკებისთვის ისინი გარკვეული პირობების დაცვას ითხოვენ. 

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან