ქართული ანიმაცია „ჟირაფი ჟოზე“ ამერიკულ ბაზარზე


ჟირაფ ჟოზეს ამერიკაშიც გაიცნობენ.
საქართველოში შექმნილი პოპულარული ანიმაციური გმირი ინგლისურ ენაზეც აამღერეს. ახლად შექმნილ ამერიკულ იუთუბ-არხზე დღეს ჟოზეს პირველი სერიის პრემიერაა. ქართველი პატარების საყვარელი მეგობარი და ანიმაციური სერიალისა და იუთუბ-ვიდეოების პერსონაჟი სწავლასა და განათლების მიღებაში ახლა უკვე ამერიკელ ბავშვებსაც დაეხმარება. ქართული ანიმაციური სერიალის თარგმნის პროცესი ახლაც მიმდინარეობს.
თათია კუჭუხიძე გვეტყვის, როგორ დაიწყო ჟოზეს ამერიკული ისტორია. 

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge  
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან