ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი მეცნიერებისა და ინოვაციების ფესტივალზე 2018


22 სექტემბერს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეზოში საზეიმოდ გაიხსნა 2018 წლის მეცნიერებისა და ინოვაციების ფესტივალი, სადაც ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი იყო წარმოდგენილი თავისი სტენდით. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის კუთხესთან დამთვალიერებელს საშუალება ექნება იხილოს შემეცნებითი პროგრამა \"როგორ იქმნებოდა ხელნაწერი წიგნი შუა საუკუნეების საქართველოში\". ასევე ქაღალდის დამზადების პროცესი, დამზადებულ ქაღალდზე ტექსტის გადაწერა ძველი ქართული კალიგრაფიული ნიმუშების მიხედვით, ხელნაწერი წიგნის აკინძვა და მისი შემკობა. #ხეც #თსუ #ფესტივალი

ვიდეოები „ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი"-ისგან