აქცია კანცელარიასთან


შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მშობლებმა მთავრობის ადმინისტრაციასთან აქცია გამართეს. მათი მთავარი მოთხოვნა საკურორტო ვაუჩერების ფასის გაზრდას, ხელმისაწვდომობასა და ტრანსპორტირების დაფინანსებას შეეხება. მშობლების განმარტებით, არსებული ვაუჩერით სასტუმროების დაკმაყოფილება ვეღარ ხერხდება, ამასთან, ვაუჩერები ყველა რეგიონში მცხოვრები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის ხელმისაწვდომი არ არის.

ამის შესახებ მათ თბილისის მერიაშიც განაცხადეს, თუმცა, როგორც ისინი ამბობენ, მათგან შეუსაბამო პასუხი მიიღეს. გარდა ამისა, აქციის მონაწილეები, სამედიცინო პერსონალის შეცდომებით გამოწვეული შშმ პირების შემთხვევებზე მონიტორინგის დაწყებას ითხოვენ.

თბილისის მერიაში სატელევიზიო კომენტარი არ გაუკეთებიათ, წერილობით პასუხში კი აღნიშნავენ, რომ მათ პროგრამაში მონაწილე სასტუმროების მიერ წარმოდგენილი ფინანსური ანგარიშის საფუძველზე სტატისტიკური კვლევა ჩაატარეს, რომლითაც დადგინდა, რომ საკურორტო ვაუჩერით მთის კურორტზე ერთი დღე-ღამის მომსახურების ღირებულება 30–დან 130 ლარის ფარგლებში მერყეობდა, ხოლო ზღვის კურორტზე 50–დან 135 ლარამდე. მერიაში განმარტავენ, რომ 2022 წელს 800-ლარიანი ვაუჩერით ბენეფიციარებმა მთაში 6-დან 25 დღემდე დასვენებით ისარგებლეს, ხოლო ზღვაზე - 6-დან 16 დღემდე. მათი თქმით, ვაუჩერული დაფინანსების პირობებში, ბენეფიციარები თავისუფალი არიან სასტუმროს არჩევისას, რომელთაგან სასტუმროების ნაწილს ტრანსპორტირების მომსახურებაც აქვს.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge  
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან