შსს-მ თაღლითური დაჯგუფების სამი წევრი დააკავა
შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა სამმართველოს, სახელმწიფო უსაფრთხოების სააგენტოს და მთავარი პროკურატურის თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, თაღლითური დაჯგუფების სამი წევრი: 1982 წელს დაბადებული გელა მ, 1979 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი მანუჩარ ჯ. და 1989 წელს დაბადებული ლევან ბ. თბილისში დააკავეს. გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულებმა თბილისში, წერეთლის გამზირზე საოფისე ფართი იქირავეს, შემდეგ წინასწარ შემუშავებული გეგმის მიხედვით, ვითომდა ამერიკის შეერთებული შტატებიდან და ევროპის ქვეყნებიდან ავტომანქანების ჩამოყვანისა და რეალიზაციის მიზნით, დაარეგისტრირეს შპს „ამერიქან მოტორსი“. თაღლითური დაჯგუფების წევრებმა ინტერნეტ საიტ „myauto.ge“-ზე განათავსეს განცხადებები, თითქოს-და სხვადასხვა ქვეყნიდან ავტომანქანების ტრანსპორტირებასა და რეალიზაციას ახდენდნენ, ხოლო მეტი დამაჯერებლობისთვის და მოქალაქეების მოზიდვის მიზნით, სპეციალურად მოაწყეს ოფისი, სადაც აფორმებდნენ ხელშეკრულებებს ავტომანქანების ჩამოყვანასთან დაკავშირებით. გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულებს ამერიკიდან და ევროპიდან მანქანები არ გამოუწერიათ და არც შეუკვეთიათ. ბრალდებულებმა 19 მოქალაქეს კომპანიის ანგარიშზე მოტყუებით გადაარიცხინეს სხვადასხვა ოდენობის თანხა და თაღლითურად დაეუფლნენ. დანაშაულებრივი გზით დაუფლებული თანხის რაოდენობამ საერთო ჯამში 267 000 აშშ დოლარი შეადგინა. სიახლის სრულად სანახავად გადადით შემდეგ ლინკზე: http://goo.gl/GUe68Q
შინაგან საქმეთა სამინისტრო-ის სხვა ვიდეოები
პოლიციის ფაილები - გამოძალვა
პოლიციის ფაილები - ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლა...
ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ამოღებულია კილო-ნახე...
შინაგან საქმეთა სამინისტრომ 7 ნარკორეალიზატორი დაა...
შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძალვის ბრალდებით ო...
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბოლო პერიოდში მომხდარი...
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ინტერნეტით ნარკოტიკები...
შინაგან საქმეთა სამინისტრომ „ქურდული სამყაროს'' წე...
მსგავსი ვიდეოები
შსს-მ თაღლითური დაჯგუფების წევრები დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტრო
შსს-მ თაღლითური დაჯგუფების წევრები დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტრო
შსს-მ თაღლითური დაჯგუფების 10 წევრი დააკავა
CityNews.ge
შსს-მ თაღლითური სქემა გამოავლინა
TV 25
შსს-მ თბილისის კლუბებში ტურისტებისგან დიდი ოდენობით თანხების...
TV IMEDI
მეტრომანებიდან თანხების თაღლითურად მითვისება - შსს-მ 6 პირი...
PalitraNews
დაკავება ჟურნალისტებზე ძალადობის ბრალდებით
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
შსს-მ 20-21 ივნისის მოვლენების დროს ჯგუფურ ძალადობაში მონაწი...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster