ტერაქტი ბარსელონაში - #მოამბის სატელეფონო ჩართვა შემთხვევის ადგილიდან


ესპანური მედიის ცნობით, 2 ადამიანი დაიღუპა და 20-მდე დაშავდა ბარსელონაში მომხდარი ტერაქტის შედეგად.

რამბლას მოედანზე ფურგონი ფეხით მოსიარულეებს დაეჯახა. ესპანური გამოცემა El Nacional-ის ინფორმაციით, სამართალდამცველები ამ დროისთვის ფურგონის მძღოლს ეძებენ, რომელმაც შემთხვევის ადგილიდან გაქცევა შეძლო.

ამ შემთხვევის შემდეგ კი ბარსელონაშივე ორი შეიარაღებული მამაკაცი რესტორანში შეიჭრა.

ესპანეთში საქართველოს ვიცე-კონსული ლია ახბედაშვილის განცხადებით, ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით დაშავებულებს შორის საქართველოს მოქალაქეები არ არიან.

მომხდარ ტერორისტულ აქტთან დაკავშირებით ბარსელონაში საქართველოს საკონსულოში მოქმედებს ცხელი ხაზი: +34687661274. ასევე 24 საათიანი ცხელი ხაზი მოქმედებს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტში: (+995 32) 294 50 50.

#მოამბის კორესპონდენტები აკაკი შენგელია და რატი ხვისტანი შემთხვევის ადგილიდან ბოლო ინფორმაციით.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან