„მედეა კეკელია -თელავის გამგეობის წინააღმდეგ"


საქმე: „მედეა კეკელია თელავის გამგეობის წინააღმდეგ,\" - დღეს თელავის რაიონულ სასამართლოში თელავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციის ყოფილი ხელმძღვანელის მოსამზადებელი პროცესი გაიმართა. სხდომაზე მოსარჩელე მხარემ შუამდგომლობა დააყენა, რის საფუძველზეც, მოსამართლე გოგიტა თოთოსაშვილმა გამგეობის წარმომადგენელს დამატებითი საბუთების წარდგენა დაავალა.
მედეა კეკელია თელავის მუნიციპალიტეტის გამგებელს სამსახურიდან უსაფუძვლოდ გათავისუფლებაში ადანაშაულებს. ის სამსახურში დაუყოვნებლივ აღდგენასა და გაცდენილი სამუშაოს ანაზღაურებას ითხოვს. კეკელია აპარატის უფროსის თანამდებობიდან სამსახუროებრივი უფლება-მოვალეობის არაჯეროვნად შესრულებისთვის გამგებლის, გივი მეტრეველის ბრძანების საფუძველზე გათავისუფლდა.

ვებ-გვერდზე გადასვლა:
http://bit.ly/1ielUWX

ვიდეოები „ტელეკომპანია თანამგზავრი"-ისგან