მოსამზადებელი სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში


პაატა ბურჭულაძისა და კობა დავითაშვილის საქმეზე მოსამზადებელი სხდომა გაიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოში. ბურჭულაძე მას ცილისმწამებლურ განცხადებებში ადანაშაულებს და მის წინააღმდეგ საჩივარი წარადგინა. საქმე ეხება ერთ-ერთ მედიასაშუალებაში კობა დავითაშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებას, სადაც მან ბურჭულაძე, ფონდ „იავნანაში“ საქველმოქედო მიზნებით შემოსული თანხების მოპარვაში დაადანაშაულა. ფონდ „იავნანას“ ინფორმაციით, ბრალდების მხარე ცილისმწამებლური ცნობების უარყოფასა და მორალური ზიანის ანაზღაურებას 25 000 ლარის სახით მოითხოვს. კობა დავითაშვილი აცხადებს, რომ პოლიტიკურ დებატებში მხარეებს თმენის დიდი ვალდებულება აქვთ და მიუხედავად ამისა, ის თავის ნათქვამის სიმართლეს დაამტკიცებს.



ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel  
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან