საქართველოს პრეზიდენტი სომხეთის პრეზიდენტს ვიდეოზარის საშუალებით ესაუბრა.

20.04.2020 00:18

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სომხეთის პრეზიდენტს არმენ სარგსიანს ვიდეოზარის საშუალებით ესაუბრა. პრეზიდენტებმა ერთმანეთს საქართველოსა და სომხეთში კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი ვითარება გააცნეს და იმ კონკრეტულ ღონისძიებებზე ისაუბრეს, რომელიც ვირუსის გავრცელების პრევენციის მიმართულებით ტარდება. საუბრისას აღინიშნა, რომ შექმნილ მძიმე კრიზისულ ვითარებაში მნიშვნელოვანია მჭიდრო რეგიონული თანამშრომლობა და სოლიდარული მიდგომები.- https://bit.ly/2ysuDcs

გაზიარება:

მსგავსი ვიდეოები

ყველა ვიდეო