ცხოვრება მდინარეში

06/28/2022

https://mtisambebi.ge/ - „ასეთი წყალი, ბავშვი რომ გაგვტაცა, მაშინაც არ იყო. თანდათან უარეს დღეში ვვარდებით. რამდენი წელია გვპირდებიან, რომ აი, გაგასახლებთ, მაგრამ არა. 3 ღამეა არ გვძინებია, არც გაღმა და არც გამოღმა. ამ წყალს ვყარაულობთ, რომ ეგრე მაინც გავიქცეთ, ცოცხლები რომ გადავრჩეთ. 8 კომლი ვართ, ბევრი ხომ არა? თითო ქოხი მაინც დავდგათ, მაგრამ ვიდრე არ დაინგრევა და რამე ცუდი არ მოხდება, ჩვენი საშველი არაფერია. სულ რომ გაგვრეკოს წყალმა თავის სახლ-კარიანად, შეიძლება ვინმემ თვალი გაგვკრას.გვეძახიან, სააკაშვილის მომხრეები ხართ, ვინ მოგხედავთო. 2012 წელს ივანიშვილი რომ მოდიოდა, მაგას მივეცით ხმა, მაგრამ უარესი აღმოჩნდა. მაგის მოსვლის საათიც დავწვი. არავისი ლუკმა არ მინდა, ბალახს შევჭამ, მაგრამ მდინარე რომ გვკლავს, ხომ უნდა მოგვხედოს მთავრობამ“ - პელო წიკლაური-ნაზღაიძე, სოფელი ზემო მლეთა, დუშეთის მუნიციპალიტეტი.

ვიდეოები „Mtisambebi / მთის ამბები"-ისგან