უკიდურესი შემთხვევისთვის მომზადებული საველე ჰოსპიტლის გამოყენება, სამწუხაროდ, საჭირო ხდება
უკიდურესი შემთხვევისთვის მომზადებული საველე ჰოსპიტლის გამოყენება, სამწუხაროდ, საჭირო ხდება. დიღმის ოლიმპიურ სოფელში მოწყობილ 500-კაციან საველე სივრცეში ამ მომენტისთვის ცხრა კოვიდინფიცირებული იმყოფება. ყველა მათგანი ჟანგბადდამოკიდებულია. ჰოსპიტალურ სექტორში რესურსები ამოწურვის ზღვარზეა. ყველაზე დიდი დატვირთვა თბილისზეა. სასწრაფო ბრიგადებმა საშუალო სიმძიმის ცხრა პაციენტი ადგილების არარსებობის გამო, დედაქალაქის ვერცერთ კლინიკაში ვერ გადაიყვანეს, რის გამოც მათი საველე ჰოსპიტალში მიყვანა გახდა აუცილებელი. ჯერ კიდევ ორი დღის წინ ჯანდაცვის სამინისტროში იმედი ჰქონდათ, რომ საველე სივრცის გამოყენების საჭიროება არ დადგებოდა. დღევანდელი მონაცემებით, მთელი ქვეყნის მასშტაბით საავადმყოფოებში 7 300-მდე ადამიანი მკურნალობს. და ეს მაშინ, როცა მაქსიმალური რეზერვი 8 000-ია. საველე ჰოსპიტლის მიმდებარე ტერიტორიაზე თამუნა ნადარეიშვილი იმყოფება - რამდენი ექიმი მუშაობს ადგილზე და რა პირობებში გადიან ინფიცირებულები მკურნალობას? ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
უკიდურესი ცინიზმია, როცა გახარია ჩამოშლილ ინსტიტუტებზე, კორუ...
ტელეკომპანია კავკასია • TV Kavkasia
სავაჭრო ომი ვაშინგტოსა და ანკარას შორის
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
უკიდურესი პროტესტი - ტრანსგენდერ ქალთა უფლებების დამცველები...
PalitraNews
უკიდურესი გამოსავალი სიღარიბის დასაძლევად - გურიაში, წინაპრე...
Psou TV
ანალიტიკოსები: შეშფოთება საქართველოს დემოკრატიის შესახებ გაზ...
ამერიკის ხმა
უკიდურესი გაჭირვების გამო, სირცხვილი გიგრძვნიათ?
TV IMEDI
უკიდურესი პოლიტიკური პოლარიზაცია
Democracy Reporting International
უკიდურესი გაჭირვება და ჯანმრთელობის პრობლემები, რომელიც უსახ...
Rioni.TV