ხორვატიის პარლამენტის ევროპულ საქმეთა კომიტეტის დელეგაციის ვიზიტი
თბილისში შეხვედრებს მართავს ხორვატიის დელეგაცია. ხორვატიის პარლამენტის ევროპულ საქმეთა კომიტეტის პრეზიდენტს დომაგოი ჰაიდუკოვიჩს და კომიტეტის წევრებს, ცოტა ხნის წინ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი შეხვდა. ისაუბრეს ორმხრივ თანამშრომლობასა და საპარლამენტო კავშირების გაძლიერებაზე. დადებითად შეფასდა ხორვატიაში საქართველოს საელჩოს გახსნის გადაწყვეტილება. შალვა პაპუაშვილმა სტუმრებს ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. თავის მხრივ ხორვატიის დელეგაციამ საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის მიმართ მხარდაჭერა და ხორვატიის გამოცდილების გაზიარების მზაობა გამოხატა. დღესვე შეხვედრები იმართება საპარლამენტო კომიტეტების თავმჯდომარეებთან და წევრებთან. ხორვატიის პარლამენტის ევროპულ საქმეთა კომიტეტის დელეგაცია მონაწილეობას მიიღებს ევროპასთან ინტეგრაციისა და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების ერთობლივი სხდომაში, სადაც კომიტეტის წევრები მოისმენენ ხორვატიის დელეგაციის პოზიციას საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციასთან დაკავშირებით. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
#მოამბე 21 საათზე, 24 ივლისი, 2023 #LIVE
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
დავით უსუფაშვილისა და ხორვატიის პარლამენტის თავმჯდომარის, იო...
Parliament of Georgia
დავით უსუფაშვილისა და ხორვატიის პარლამენტის თავმჯდომარის, იო...
David Usupashvili
ხორვატიის პარლამენტმა ქვეყნის მთავრობა გადააყენა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ხორვატიის პარლამენტმა ქვეყნის მთავრობა გადააყენა
Music Box
დავით უსუფაშვილმა საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტი ხორვატიასა...
Parliament of Georgia
ხორვატიის პროტესტი უკრაინას
Tv Dia
Open Mic - Sports - მიხო კოტეტიშვილი
შენთვის I ForYou