შსს-მ ქარელში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღო


შსს-ს შიდა ქართლის სამხარეო მთავარი სამმართველოს ქარელის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1981 წელს დაბადებული, ზესტაფონში მცხოვრები ანზორ გ. ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის და ტარების ბრალდებით ქარელში დააკავეს.

სამართალდამცველებმა ბრალდებული იმ დროს დააკავეს, როდესაც ის ავტომანქანით ქარელში, ჭავჭავაძის ქუჩაზე გადაადგილდებოდა. პოლიციამ ანზორ გ-ს მართვის ქვეშ მყოფი ავტომანქანის ჩხრეკისას „ა-კა-ემ“-ის მოდელის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი 2 მჭიდითა და 13 საბრძოლო ვაზნით ამოიღეს.

გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის და ტ   / uploadარების   ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილით).

ვიდეოები „შინაგან საქმეთა სამინისტრო"-ისგან