„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ კვლევა
10/26/2021
სასამართლო სისტემაში მოსამართლეების დაწინაურების შემთხვევებს ეხმაურება „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“. კვლევაში გაანალიზებულია იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ მოსამართლეთა დაწინაურების შესახებ 2015- 2020 წლებში მიღებული გადაწყვეტილებები. დოკუმენტში ნათქვამია, რომ დაწინაურების შესახებ გადაწყვეტილებების უმრავლესობა, საერთო სასამართლოების სისტემაში არა დამსახურების პრინციპით, არამედ გავლენიან მოსამართლეთა ჯგუფის პირადი, ვიწრო ინტერესების შესაბამისად მიიღება. „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ თავმჯდომარის, ეკა გიგაურის თქმით, მოსამართლეთა დაწინაურებისას ძირითად პრობლემას იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ მინიჭებული უფლებამოსილების არაჯანსაღი მიზნებით გამოყენება წარმოადგენს. მისივე განცხადებით, საერთაშორისო პრაქტიკის გათვალისწინებით, გადაწყვეტილებები მოსამართლეთა დაწინაურების თაობაზე ღია კენჭისყრით უნდა მიიღებოდეს.
ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY
გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.