ანაკლიაში მომავლის ბანაკი გაიხსნა

28.06.2019 00:34

ანაკლიაში მომავლის ბანაკი საზეიმოდ გაიხსნა და მოსწავლეთა პირველი ნაკადი მიიღო. ბანაკის ოფიციალურ გახსნას სამთავრობო და არასამთავრობო სტრუქტურების წარმომადგენლები დაესწრნენ. მომავლის ბანაკის მიზანია, თანატოლ-განმანათლებლობის პრინციპებზე დაყრდნობით ახალგაზრდების გადამზადება, მოწყვლადი ჯგუფების წარმომადგენელი ბავშვებისა და ახალგაზრდების სოციალიზაციის ხელშეწყობა, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია და გამოვლენა. წელს ანაკლიის მომავლის ბანაკი მოზარდებს 10 ნაკადად მიიღებს. ანაკლიის ბანაკში სულ 3 000-მდე მოზარდი დაისვენებს. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/pg/1stchannel/ გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება: