ისტორიული გამარჯვება - ზეიმი საქართველოში

27.06.2024 06:14

ისტორიული მნიშვნელობის მოვლენა, რომელმაც მთელი ქვეყანა გააერთიანა.

ეროვნული საფეხბურთო ნაკრების გამარჯვებას საქართველოში მთელი ღამის განმავლობაში ზეიმობდნენ. გადაკეტილი ქუჩები, პარალიზებული სატრანსპორტო მოძრაობა, გაბმული სიგნალები, საყვირები, დროშები, ეროვნული ჰიმნი - ზეიმი დილამდე გაგრძელდა. ისტორიული თამაშის დასრულებისთანავე ქომაგებმა სახლებიდან ქუჩებში გადაინაცვლეს - ეროვნულ ჰიმნთან ერთად ისმოდა ის სიმღერებიც, რომლებიც ფეხბურთის ნაკრებთან ასოცირდება. ქვეყანა თაობების მრავალწლიანი ოცნების ახდენას და ევროპის ჩემპიონატის მერვედფინალში გასვლას აღნიშნავს. „მე ვარ საქართველო“, „ჩვენ აღარ გვჯერა, ჩვენ უკვე ვიცით“ - ამ შინაარსის წარწერებმა და საზეიმო მსვლელობებმა ყველა ქალაქი მოიცვა.

ემოციური კადრები და 26 ივნისის დაუვიწყარი ღამე გენო ოსიყმაშვილის რეპორტაჟში. 

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge  
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება:
EstateHub