http://emc.org.ge/
სოფელ ვეძათხევის მიმდებარე ტერიტორიაზე 2005 წლიდან გააქტიურდა გეოლოგიური პროცესები, რის გამოც სახლები საცხოვრებლად უვარგისი გახდა. სტიქიის გამო ზოგიერთი ოჯახი თუნუქის ნაჭრებით ან წნელითა და ტალახით აგებულ ქოხში შესახლდა. სოფელს მუდმივად აქვს გარესამყაროსთან წვდომის პრობლემა. დაზიანებულია სოფლამდე მისასვლელი გზა. გზის არარსებობის გამო, თითქმის შეუძლებელია მისვლა სამედიცინო და საგანმანათლებლო დაწესებულებებამდე.
მოსახლეობამ არაერთხელ მიმართა ადგილობრივ და ცენტრალურ ხელისუფლებას დახმარების თხოვნით, თუმცა სიტუაცია ამ დრომდე მძიმეა.