ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადება


ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსი სამხედროების დედებს მიმართა და მოუწოდა, შეამოწმონ, სად არიან მათი შვილები. უკრაინის პრეზიდენტის თქმით, დაღუპულების გარდა, მათ ჰყავთ ათასობით ტყვე, ინფორმაციის მოძიება კი ინტერნეტში გავრცელებული ნომრების საშუალებით არის შესაძლებელი. „ჩვენ არ გვჭირდებოდა 13 700 დაღუპული რუსი სამხედრო, ჩვენ მხოლოდ მშვიდობა გვსურს და გვინდა, რომ თქვენი შვილები უფრო მეტად გიყვარდეთ, ვიდრე თქვენი ხელისუფლების შიში გაქვთ“, – განაცხადა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტის განმარტებით, ტყვეებს შორის არიან წვევამდელებიც, ნაწილი კი რუსეთში დაბრუნებაზე უარს აცხადებს. ვოლოდიმირ ზელენსკიმ ასევე მადლობა გადაუხადა პარტნიორ ქვეყნებს მხარდაჭერისთვის, გამოაცხადა დაკრედიტების პროგრამის გაფართოების შესახებ, რომლის ფარგლებშიც ნებისმიერი ბიზნესი ნულ პროცენტში შეძლებს კრედიტის აღებას იქამდე, ვიდრე ქვეყანაში საომარი მდგომარეობა მოქმედებს, შემდეგ კი ეს ნიშნული 5% იქნება.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge  
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან