დაპირისპირება და კომპრომატების ომი „ნაციონალურ მოძრაობაში“
შიდა არჩევნების მოახლოებასთან ერთად „ნაციონალურ მოძრაობაში“ პოლიტიკური გარჩევები და დაპირისპირება პიკს აღწევს. წინასაარჩევნო მარათონში კომპრომატებიც ჩნდება. ინტერნეტში გავრცელებულმა ახალმა აუდიო ჩანაწერმა უთანხმოება კიდევ უფრო გაამძაფრა. ორ ბანაკად დაყოფილ პარტიაში თავმჯდომარეობის ორი მთავარი კანდიდატის, ნიკა მელიას და ლევან ხაბეიშვილის მხარდამჭერი ლიდერების მხრიდან ურთიერთბრალდებები მძიმდება. მელიას გუნდი ყოფილი ძალოვნების, მერაბიშვილ-კეზერაშვილის კვალს ხედავს იმ აუდიო მასალის მიღმა, რომლის ავთენტურობა დადასტურებული არ არის და რომელშიც მელია, სავარაუდოდ, მიხეილ სააკაშვილს უცენზურო სიტყვებით მოიხსენიებს. 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნების წინა პერიოდით დათარიღებული ჩანაწერის მთავარი ფიგურანტი ნიკა მელია, რომელსაც პარტიის ლიდერთა ნაწილი სააკაშვილის გათავისუფლების თემაზე პასიურობის არგუმენტით დაუპირისპირდა, ორი დღეა, დუმს. გასხვავებით მისი მხარდამჭერი თანაპარტიელებისგან, რომელთა ტონი პარტიის მოქმედი თავმჯდომარის მთავარი კონკურენტის, ანუ ხაბეიშვილის ფრთის მიმართ ყოველდღიურად მწვავდება. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
დაპირისპირება და კომპრომატებით ომი „ნაციონალურ მოძრაობაში“
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
დაპირისპირება „ნაციონალურ მოძრაობაში“
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
#მოამბე 21 საათზე, 11 იანვარი, 2023 #LIVE
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
უფრო გამძაფრდება დაპირისპიება „ოცნებაში“, უფრო მეტი კომპრომა...
ტელეკომპანია კავკასია • TV Kavkasia
დაპირისპირება და პოლიტიკური განცხადებები პარლამენტში
TV IMEDI
დაპირისპირება და პოლიციის მობილიზება რუსთავში
Formula News
დაპირისპირება ოპოზიციაში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
დაპირისპირება და ხელჩართული ჩხუბი თბილისის საკრებულოში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster