COVID 19 - ვითარება კარანტინის ზონაში

20.05.2020 03:48

ბოლნისი წითელი ზონაა. ეს არის „კოვიდ-19“-ის შედეგად ყველაზე მეტად დაზარალებული რაიონი, საერთო ჯამში 160 დაინფიცირებულით. ბოლო 24 საათში გამოვლენილი 11 ახალი შემთხვევიდან ცხრა ისევ სოფელ მუშევანის კლასტერიდანაა. სწორედ მუშევანსა და გეტას უკავშირდება ბოლო პერიოდში დაფიქსირებული ფაქტების უმეტესი ნაწილი, რის გამოც ორივე სოფელი დანარჩენი სოფლებისგან იზოლირებულია და იქ მკაცრი საკარანტინო ზომები მოქმედებს. ბოლნისის დანარჩენ ჩაკეტილ დასახლებებში კი კორონავირუსის ახალი ფაქტები აღარ დადასტურებულა. ბოლო შემთხვევებიდან გასულია ორი საინკუბაციო პერიოდი, რაც შიდა გავრცელების შეჩერების მთავარი ინდიკატორია. იგეგმება დამატებითი სამედიცინო შემოწმება, რის შემდეგაც მუშევანისა და გეტას გარდა, დანარჩენ ჩაკეტილ სოფლებში, შესაძლოა, მკაცრი კარანტინი გაუქმდეს. გიორგი კობერიძე უკვე 59-ე დღეა, ჩაკეტილ ბოლნისში მუშაობს - რა ზომები ტარდება გეტასა და მუშევანში საეჭვო შემთხვევების დროულად გამოსავლენად? ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება:

მსგავსი ვიდეოები

ყველა ვიდეო