სამეცნიერო ონლაინჟურნალის „დიგიტალური ქართველოლოგია“ პრეზენტაცია (საზ.მაუწყებელი 07.10.2022)
10/08/2022
✅ 2022 წლის 6 ოქტომბერს 19.00 საათზე საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში გაიმართა საერთაშორისო ორენოვანი სამეცნიერო რეფერირებადი ონლაინჟურნალის „დიგიტალური ქართველოლოგია“ პრეზენტაცია.
✅ ჟურნალი დაარსებულია დიგიტალური ჰუმანიტარიის აკადემია - საქართველოს მიერ და განკუთვნილია დიგიტალურ ჰუმანიტარიაში მოღვაწე სპეციალისტებისათვის. ჟურნალი წარმოდგენს დიგიტალური ჰუმანიტარიის აკადემიისა და ფრანკფურტის უნივერსიტეტის ემპირიული ენათმეცნიერების ინსტიტუტის კავკასიოლოგიის მიმართულების ერთობლივ სამეცნიერო გამოცემას და მიზნად ისახავს საქართველოში დიგიტალური ქართველოლოგიის განვითარების ხელშეწყობას.
✅ ჟურნალს განაგებს სამეცნიერო საბჭო, რომელშიც შესული არიან დარგის წამყვანი სპეციალისტები გერმანიიდან, ინგლისიდან, საფრანგეთიდან, ნორვეგიიდან, საქართველოდან. ჟურნალის მთავარი რედაქტორია ფრანკფურტის უნივერსიტეტში მოღვაწე ქართველი მეცნიერი, პროფესორი მანანა თანდაშვილი.
დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე – https://bit.ly/3RKAMU3