პროფ. მარინე ბერიძის სიტყვა "დიგიტალური ჰუმანიტარიის აკადემიის" საპრეზენტაციო ონლაინ-შეხვედრაზე

06/01/2021

სრული ვიდეო იხილეთ აქ –    • დიგიტალური ჰუმანიტარიის აკადემიის ონლ...  

♦️ მარინე ბერიძე – სახელმწიფო ენის დეპარტამენტის სახელმწიფო ენის ფუნქციონირებისა და ზედამხედველობის სამსახურის უფროსი

დიგიტალური ჰუმანიტარიის აკადემია
✔️ ოფიციალური ვებგვერდი – www.adh.ge
✔️ ოფიციალური Facebook – /AcademyofDigitalHumanitiesGeorgia

2021 წლის 30 მაისს გაიმართა დიგიტალური ჰუმანიტარიის აკადემიის ონლაინ-პრეზენტაცია.
აკადემიის მიზნებსა და გეგმებზე ისაუბრა აკადემიის დირექტორმა, ფრანკფურტის უნივერსიტეტის პროფესორმა, მანანა თანდაშვილმა, რომელმაც დამსწრე საზოგადოებას წარუდგინა ახლად დაარსებული რეცენზირებადი ელექტრონული ბილინგვური სამეცნიერო ჟურნალი \"დიგიტალური ქართველოლოგია\".
ჟურნალის დაარსების მიზანია საქართველოში დიგიტალური ჰუმანიტარიის განვითარების ხელშეწყობა და ამ დარგში მოღვაწე სპეციალისტებისათვის აკადემიური პლატფორმის შექმნა სამეცნიერო ნაშრომების გამოსაქვეყნებლად.