პრეზიდენტობის კანდიდატები


საქართველოს მოსახლეობას ხვალ არჩევანის გაკეთება მმართველი პარტიის მიერ მხარდაჭერილ და „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატებს შორის მოუწევს.

პრეზიდენტობისთვის მებრძოლთა წარსული და ბიოგრაფია დაძაბული წინაასარჩევნო მარათონის დროს მუდმივი დაპირისპირების და ურთიერთბრალდებების მიზეზი იყო. პოლიტიკური მეტოქეების ბიოგრაფიებში მხოლოდ ერთი გრაფაა საერთო - ორივე მათგანი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტს იკავებდა.

მიხეილ სააკაშვილის მიერ თანამდებობიდან გათავისუფლებული და ოპოზიციაში წასული სალომე ზურაბიშვილისგან გასხვავებით, გრიგოლ ვაშაძეს თანამდებობის დატოვება არჩევნების და ქვეყნის სათავეში ახალი პოლიტიკური ძალის მოსვლის შემდეგ მოუხდა. ზურაბიშვილის შემთხვევაში აგვისტოს ომზე გაკეთებული განცხადებები, ვაშაძის შემთხვევაში კი, მისი საბჭოთა წარსული - ის მთავარი თემები აღმოჩნდა, რომელთა გამოც წინასაარჩევნო პერიოდში ორივე კანდიტატი ყოველდღიური კრიტიკის ადრესატი იყო.

სალომე ქოქიაშვილი გაგვახსენებს, რა გზა გაიარეს პრეზიდენტობისთვის მებრძოლებმა საარჩევნო მარათონში ჩართვამდე.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel  
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან