დაპირისპირება ოპოზიციაში


ვის სურს მოლაპარაკებების ჩაშლა პოლიტიკურ მხარეებს შორის და რატომ ასახელებს ალეკო ელისაშვილი ამ რიგებში „ევროპულ საქართველოს“. პარტია მოქალაქეების ლიდერმა მორიგ ფეისბუქ -ჩართვისას კიდევ ერთხელ თქვა, რომ „ევროპული საქართველო“ ის პოლიტიკური პარტიაა, რომელსაც არ სურს მოლაპარაკება კონკრეტული შედეგით დასრულდეს. მისი განცხადებით, გიგა ბოკერია და გიგი უგულავა ამისთვის ყველაფერს აკეთებენ. ელისაშვილის განცხადებით, იმ ოთხივე საკითხზე, რომელიც ოპოზიციას მოლაპარაკებებზე აქვს მიტანილი, მხარეები პრინციპში შეთანხმებულები არიან, უფრო მეტიც, ელისაშვილი ამბობს, რომ მოთხოვნების ნაწილს, რომელიც  საარჩევნო კომისიებსა და საარჩევნო წესებს ეხება, „ქართული ოცნება“ 99%-ს ეთანხმება, თუმცა როგორც ელისაშვილი ამბობს, სწორედ ეს არ სურს „ევროპულ საქართველოს“. ელისაშვილის ბრალდებებს კიდევ ერთხელ უპასუხეს „ევროპულ საქართველოში“. გიგა ბოკერია ამბობს, რომ მათ არ სურთ მოლაპარაკებების ჩაშლა და თუკი ელისაშვილს პარლამენტში შესვლა უნდა, მაშინ მან ეს გადაწყვეტილება საკუთარ ამომრჩევლებს უნდა აუხსნას.
ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან