მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის გადაწყვეტილება
ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი 0.5 პროცენტით, 10,5 პროცენტამდე გაზარდა - ეს კი ავტომატურად სესხის გაძვირებას გულისხმობს. საუბარია რეფინანსირების განაკვეთზე მიბმულ კრედიტზე. ასეთი ვალდებულება კი 170 ათასამდე მოქალაქეს აქვს. ცენტრალურ ბანკში აღნიშნულ გადაწყვეტილებას ქვეყანაში არსებული მაღალი ინფლაციის მაჩვენებლით ხსნიან. ამასთან, მარეგულირებელში პროგნოზირებენ, რომ ინფლაცია დეკემბერში და იანვარ-თებერვალშიც მაღალ ნიშნულზე შენარჩუნდება. ხოლო მომავალი წლის გაზაფხულიდან ეტაპობრივად შემცირებას დაიწყებს, რასაც სწორედ გამკაცრებულმა მონეტარულმა პოლიტიკამ უნდა შეუწყოს ხელი. კობა გვენეტაძის განცხადებით, ეროვნული ბანკი მიმდინარე ეკონომიკურ პროცესებსა და საფინანსო ბაზრებს უწყვეტ რეჟიმში აკვირდება და ფასების სტაბილურობის უზრუნველსაყოფად მის ხელთ არსებულ ყველა ინსტრუმენტს გამოიყენებს. მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის მომდევნო სხდომა, მომდევნო წლის 2 თებერვალს ჩატარდება. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის გადაწყვეტილება
Business Media Georgia
კობა გვენეტაძის პრესკონფერენცია 09.12.2020
National Bank of Georgia
კობა გვენეტაძის პრესკონფერენცია
National Bank of Georgia
კობა გვენეტაძის პრესკონფერენცია 29.04.2020
National Bank of Georgia
კობა გვენეტაძის პრესკონფერენცია | 30.03.2022
National Bank of Georgia
კობა გვენეტაძის პრესკონფერენცია | 26.10.2022
National Bank of Georgia
კობა გვენეტაძის პრესკონფერენცია | 04.08.2021
National Bank of Georgia
კობა გვენეტაძის პრესკონფერენცია 30.01.2019
National Bank of Georgia